02 აპრილი 2022 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, ბავშვთა წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრთან ნინო რუხაძესთან ერთად, საბავშვო მხატვრული ლიტერატურა და სათამაშოები გადასცა სასტუმრო "ივერია ინნ"-ში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს.
„რომ არა საომარი ვითარება უკრაინაში, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს სხვა მასშტაბის ღონისძიებად ვაქცევდით, როგორც საქართველოში, ისე - უკრაინაში. სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ. სოლიდარობის ნიშნად მუნიციპალურ და საგანმანათლებლო სერვისებზე უფასო და გამარტივებული რეგისტრაცია დავაწესეთ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე რთულ დროს, ბავშვებს, წიგნის სიყვარულს ვასწავლით. რადგან სადაც წიგნის სიყვარულია, იქ ომი არ იწყება", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
საკრებულოს წევრის, ნინო რუხაძის განცხადებით, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას აღინიშნა, სასტუმრო „ივერია ინნ“-ში, სადაც 180-მდე კომპაქტურად დასახლებული უკრაინული ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც 20 არასრულწლოვანია.
„დღევანდელი დღე სასტუმროში მცხოვრები უკრაინული ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. ეს დღე მათ აძლევს რწმენას, რომ სამყარო მაინც მშვენიერია. რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და რომ, ნათელი ყოველთვის ძლევს ბნელს“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
ღონისძიების სპონსორია ონლაინ-მაღაზია "BOOKSALE.GE"/ბუქსეილ.ჯი", რომელმაც უკრაინელი ბავშვებისთვის წიგნები ინდივიდუალურად, ასაკის გათვალისწინებით შეარჩია.
ყოველწლიური ღონისძიების დამფუძნებელია საყმაწვილო ლიტერატურის საერთაშორისო ორგანიზაცია (IBBY). საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე 1967 წელს დაარსდა და ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს აღინიშნება.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025