14 თებერვალი 2024
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ, ავჭალის დასახლებაში მდებარე N120-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს საკრებულოში უმასპინძლა.
საკრებულოს საკრებულოს ისტორიული შენობის დათვალიერების შემდეგ შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დიალოგის ფორმატში გააგრძელეს.
კახა ლაბუჩიძემ მოსწავლეებთან თვითმმართველობის აქტუალურ საკითხებზე და საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის საქმიანობის სპეციფიკაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, აღნიშნული თხოვნით საკრებულოს ოფიციალურად მომართა ქალაქ თბილისის N120-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ.
„შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა მუნიციპალიტეტის საქმიანობის, ახალგაზრდული პროგრამების და სერვისების მიწოდების მიმართულებით, განსაკუთრებით, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კახა ლაბუჩიძემ შეხვედრაზე ინფორმაცია 2023 წელს განხორციელებულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე, ფესტივალებსა და სკოლის სახელდებაზე პრეზენტაციის ფორმატში წარმოადგინა.
მან ასევე ისაუბრა მემორიალური დაფის განთავსების პროცედურებზე, ბაღების რეაბილიტაციის, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და სახლების მოდერნიზების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს კი, კახა ლაბუჩიძემ მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025