24 თებერვალი 2024
თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ, ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა.
ღონისძიება, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობა წარსულ ღირებულებებსა და ისტორიულ ფასეულობებს აზიაროს, საკრებულოს განათლებისა კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით ჩატარდა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, 25 თებერვალი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 103 წლის წინ, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც არ კარგავს აქტუალობას და მისი მასშტაბები სულ უფრო იზრდება.
„საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ვმასპინძლობთ თბილისის საჯარო სკოლის 2022-2023 წლის მედალოსნებს, რათა მომავალი თაობა ვაზიაროთ იმ ღირებულებებს, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია. წელს, სიმბოლურად ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები შევარჩიეთ. როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, მსურს რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობას ვაჩვენო საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ვიზიტორებმა საგამოფენო დარბაზში განთავსებული ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის (1921-1991) ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერეს.
ღონისძიება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მხარდაჭერითა და პარტნიორობით გაიმართა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025