02 სექტემბერი 2022
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერის მოადგილესთან კახა გულედანთან, ქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან და ისნის რაიონის გამგებელთან ნიკოლოზ ელისაშვილთან ერთად სააგენტოს მიერ ისნის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, მისთვის, როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა N88 საბავშვო ბაღის მშენებლობას, რადგან სკოლამდელი დაწესებულება მოსახლეობას განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის.
მისი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, საინგილოს ქუჩაზე, აქამდე ბაღი არ ფუნქციონირებდა. თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი 230 ბავშვზეა გათვლილი. დაწესებულება აღსაზრდელების პირველ თაობას 15 სექტემბერს მიიღებს.