11 ოქტომბერი 2019
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტების შეკითხვებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა უპასუხეს. დეპუტატები სტუდენტებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე ესაუბრნენ და თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კომისიის ორგანიზებით, ახალგაზრდული საკრებულოს ფორმატში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან სისტემატიურად ხდება შეხვედრები.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025