02 აპრილი 2025 თემქის მედიათეკაში თბილისის მუნიციპალური სერვისი „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებით და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„60+ კლუბი" თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კლუბის წევრებისთვის დაგეგმილია როგორც ყოველდღიური, ისე დამატებითი აქტივობები: ცეკვა, ხატვა და მათი ასაკობრივი კატეგორიისთვის სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშები, ასევე გაიმართება ერთჯერადი ღონისძიებები, მასტერკლასები და სხვადასხვა სახის შემოქმედებითი აქტივობები.
კლუბის წევრებს საშუალება აქვთ აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები.
თემქის მედიათეკაში გახსნილი კლუბი თბილისში უკვე მეორეა. პირველი კლუბი 2022 წელს მირზა გელოვანის სახელობის მე-2 ბიბლიოთეკაში გაიხსნა და ის უკვე 150-მდე წევრს ითვლის.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025