25 სექტემბერი 2018 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სსიპ ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
ყოფილი მოსწავლის სახელის მინიჭების თხოვნით თბილისის საკრებულოს სკოლის დირექციამ და სამეურნეო საბჭომ მიმართა. სხდომას ასევე, ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომლებმაც დეპუტატებს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია საკითხის ინიცირების მოტივისა და ზურაბ იარაჯულის ბიოგრაფიული დეტალების შესახებ.
კომისიის სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს სსიპ ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების ინიცირების საკითხის დაყენება, რომელსაც განათლებისა და კულტურის კომისია საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025