27 ოქტომბერი 2022
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, თბილისის საპატიო მოქალაქემ, აკადემიკოსმა, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელმა, შალვა ამონაშვილმა საგანმანათლებლო პროექტი „ჰუმანური საქართველო“ წარადგინა.
ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა განათლების და კულტურის საკითხებში მარიკა დარჩიამ მიმართა, რომლის განცხადებით, აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში პედაგოგებისა და მშობლების გადამზადებას, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის საინტერესო ფორმატით წარმოჩენას და შალვა ამონაშვილის პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
ღონისძიებაზე სიტყვით საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე გამოვიდა, რომელმაც შალვა ამონაშვილს საპატიო თბილისელობა მიულოცა.
„მინდა ვისარგებლო დღევანდელი ღონისძიების ფორმატით და პირველ რიგში, საპატიო თბილისელობის საკითხს გამოვეხმაურო.
ბატონ შალვა ამონაშვილს სულ ახლახან მივანიჭეთ ეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო და მე როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო კომისიის წევრს, მომეცა საკითხისადმი მხარდაჭერის შესაძლებლობა.
ბატონი შალვა ამონაშვილი იმსახურებს ამ საპატიო წოდებას, რადგან ის თბილისელებისთვის უძვირფასესი პერსონაა. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ქართული, ისტორიული საგანმანათლებლო ღირებულებების გამოვლენაა ჰუმანიზმზე დამყარებული პედაგოგიკა. პედაგოგიკა, რომლის საჭიროება მთელს სამყაროში მნიშვნელოვანია’’,-განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიებაზე შალვა ამონაშვილმა საინტერესო მოხსენება გააკეთა. აკადემიკოსის განცხადებით, გლობალური სამყაროს გამოწვევა ვირტუალურ სივრცეზე დამოკიდებული მოზარდების ჰუმანური პედაგოგიკის აღზრდაა, რადგან ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ არაჰუმანური ადამიანის ხელში ცოდნა შეიძლება საშიშ იარაღად გადაიქცეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, მასწავლებლები და „ჰუმანური პედაგოგიკის წარმომადგენელთა ასოციაციის“ წარმომადგენლები.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025