21 თებერვალი 2019
თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. ანგარიში სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ წარმოადგინა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომის ფორმატში კომისია სისტემატიურად განიხილავს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
წარმოდგენილი ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას ახალი ბაღების მშენებლობის, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების, უსაფრთხოების ბადეებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის, ეზოების კეთილმოწყობის, ახალი სერვისებისა და პროექტების შესახებ.
სხდომაზე აღინიშნა, რომ 2019 წელს ახალი ბაღების მშენებლობა კვლავ მასშტაბურად გაგრძელდება, რაც 12 ახალი ბაღის მშენებლობას გულისხმობს, რომელთაგან 8-ის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
სხდომაზე დეპუტატების მხრიდან ყურადღება გამახვილდა საპილოტე პროექტებსა და ინკლუზიური განათლების ხელშემწყობ მიმართულებებზე. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს განხორციელებული სამუშაოები და სკოლამდელი აღზრდის სისტემის ეფექტიანობისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით, გამოთქვეს წინადადებები.
ამავე სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა დააყენა ინიციატივა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში ცვლილების შეტანის შესახებ. ინიციატივის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილებს, სხვა უპირატეს ჯგუფებთან ერთად, რეგისტრაციის საშუალება პირველ ეტაპზე მიეცემათ.
სხდომას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ,,ადამიანის უფლებების განვითარების ფონდისა’’ და სს SMARTMAN -ის წარმომადგენლები.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025