13 აპრილი 2018
თბილისის საკრებულოში გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე, დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა წარუდგინა.
კომისიის წევრებმა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს, რომლის თანახმადაც „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა“ იზრდება.
სხდომაზე ასევე განიხილეს მოქალაქე ლევან ჟვანიას განცხადება, რომელიც მე-20 საუკუნის ქართველი პოეტის ვანლერ დაისელის (ივანე ბაბუაძე) წიგნის გამოცემას ეხება. პოეტი ბოლშევიკურ რეჟიმთან დაპირისპირების გამო 1924 და 1929 წწ დააპატიმრეს და გადაასახლეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე, ასევე იმსჯელეს შინდისში მდებარე სსიპ ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაციები მიეცა.
სხდომას თბილისის მერიის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025