30 მარტი 2018
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ, იურიდიულ საკითხთა კომისიასთან ერთად, განიხილა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის“ ლიკვიდაციის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის თანხმობის მიცემის შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
საკითხი ინიცირებულ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, თბილისის ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის შუამდგომლობის საფუძველზე.
სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მაკა ნასრაშვილისგან მოისმინეს ინფორმაცია ამ მუნიციპალური დაწესებულების ლიკვიდაცის წინაპირობების, მიზნებისა და შედეგების შესახებ, ასევე ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.
,,ფოლკლორის სასახლის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომელიც გულისხმობს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას, სწავლებასა და ხელშეწყობას, ამ დაწესებულების ლიკვიდაციის შემდეგ შენარჩუნებული იქნება, ვინაიდან იგეგმება ახალი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც გააგრძელებს ფუნქციონირებას კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში’’,- განაცხადა განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.
დედაქალაქის ბიუჯეტით ფოლკლორის სასახლისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებები თბილისში კულტურის სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობას მოხმარდება.
კომისიის სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა მოსმენის, წარმოდგენილი განკარგულების პროექტის განხილვისა და მსჯელობის შედეგად, განათლებისა და კულტურის კომისიამ ერთხმად მხარი დაუჭირა აღნიშნულ საკითხს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025