17 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საკრებულოს ვაკის მაჟორიტარ ალექსანდრე ასათიანთან ერთად გია ჯაფარიძის სახელოსნოს ესტუმრა.
გია ჯაფარიძე საქართველოს დამსახურებული მოქანდაკე და მხატვარია, იგი არის თბილისისა და მცხეთის საპატიო მოქალაქე, ორგზის ღირსების ორდენოსანი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის და მრავალი სხვა ჯილდოს მფლობელი.
„დღეს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე ასათიანის, ინიციატივით სახელოსნოში ვეწვიეთ ცოცხალ ლეგენდას - მოქანდაკე გია ჯაფარიძეს, რომელმაც თავისი ნამუშევრები დაგვათვალიერებინა და თბილისში ქანდაკებების განთავსებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა" - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მხატვართან სტუმრობისას ასევე აღნიშნეს, რომ გია ჯაფარიძის სამუშაო გარემოში მიღებული შთაბეჭდილებები ყოველთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია.