25 აპრილი 2025 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ საერო დამოუკიდებელი გიმნაზია „შავნაბადას“ სამოქალაქო განათლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა. საკრებულოს წევრმა სტუმრებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა და შენობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გარდა ამისა, კახაბერ ლაბუჩიძემ მოსწავლეებთან წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა და მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი ახალგაზრდული პროგრამების შესახებ მათ ინფორმაცია მიაწოდა. კახაბერ ლაბუჩიძემ მოსწავლეებს დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს საქმიანობის მნიშვნელობაზეც ესაუბრა.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობის თაობაზე მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდაა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია თვითმმართველობის მუშაობის პრინციპებზე.