25 დეკემბერი 2018
თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. საკითხები კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკო ნასრაშვილმა წარუდგინეს.
დღის წესრიგის პირველი საკითხი შეეხებოდა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა, რაც თბილისში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობების დაწყებას ითვალისწინებს და ასევე, საბავშვო ბაღის 10 000-ზე მეტი თანამშრომლისთვის საახალწლო პრემიის გაცემას შეეხება.
2018 წლის ბიუჯეტში წარმოდგენილი კიდევ ერთი ცვლილება ეხება ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას, რომლის ფარგლებშიც, სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებითვის, ადაპტირებული ტრანსპორტი დაემატება.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი. როგორც სხდომაზე ითქვა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი სრულიად ახალ ფორმატშია წარმოდგენილი და მასში პროგრამის საბაზისო და მიზნობრივი მაჩვენებლებია ასახული.
2019 ბიუჯეტში ისევ პრიორიტეტად რჩება სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, რადგან ითვალისწინებს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობასა და არსებული შენობების კაპიტალურ რემონტს. მომავალი წლის ბიუჯეტი, ასევე ითვალისწინებს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კომპლექსურ რეაბილიტაციას.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025