13 მარტი 2026 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია თბილისის საკრებულოში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი სოფო უგრეხელიძე მონაწილეობდნენ.
ბექა ოდიშარიამ სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, თბილისის საკრებულოს და განათლებისა და კულტურის კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა ასევე სტუდენტების დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამაზე.
„მოხარული ვარ, რომ დღეს გვესტუმრეთ თბილისის საკრებულოში. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა სწორედ ის სისტემაა, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოქალაქეებთან და პირდაპირ ეხება მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტუდენტებისა და ახალგაზრდების მიმართულებით ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა და პროექტი, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ აქტივობებში, მიიღონ გამოცდილება და საკუთარი იდეებითაც შეიტანონ წვლილი ქალაქის განვითარებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები და სტუდენტები იყვნენ ინფორმირებულნი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ, რადგან თქვენი ჩართულობა, იდეები და ინიციატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის განვითარებაში"- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს კულტურის და განათლების მიმართულებით არსებულ პროგრამებსა და პროექტებზე მიწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს წევრებმა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხეს. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისის საკრებულოს შენობა დაათვალიერეს.