13 დეკემბერი 2019
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს, რომელიც სააღმზრდელო მეთოდოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. დეკემბრის თვეში სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებები ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში მოეწყობა.
საახალწლო ღონისძიების მიმდინარეობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ერთ-ერთ, N35 საბავშვო ბაგა-ბაღში გაეცნო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და მაჟორიტარი დეპუტატი.
„როდესაც ვსაუბრობთ ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმაზე, ვგულისხმობთ კომპლექსურ მიდგომას და წარმატებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. დღევანდელი ზღაპრული ღონისძიებაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ განვითარდა და ბევრად უფრო შინაარსიანი გახდა თბილისის საბავშვო ბაღები. ასეთი ღონისძიებებით, ჩვენს ბავშვებს თავიანთი შესაძლებლობების ფართოდ გამოვლენის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
N35 საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიება სახელწოდებით „საახალწლო ზღაპარქალაქი“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აღსაზრდელებმა ბავშვთა მსოფლიო შვიდი ზღაპრიდან -ფიფქია და შვიდი ჯუჯა, პინოქიო, მადაგასკარი, ალადინი და ა.შ. სხვადასხვა ეპიზოდები გააცოცხლეს. ზეიმის დასასრულს კი სტუმრებთან ერთად საახალწლო ნაძვის ხე აანთეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025