23 სექტემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სსიპ ქ. თბილისის N113 საჯარო სკოლისთვის ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, N113 საჯარო სკოლისთვის ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების ინიციატივა აღნიშნული სკოლის მოსწავლეებსა და თვითმმართველობას ეკუთვნის.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებები უსურვეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად აღნიშნული სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025