28 მარტი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დამწვარი ახალგაზრდული ცენტრი „დავითიანნი“ მის პრეზიდენტთან კოტე სვანაძესთან ერთად დაათვალიერა.
დეპუტატმა დამწვარი წიგნადი ფონდის აღდგენის მიზნით ახალგაზრდულ ცენტრს საჩუქრად წიგნები გადასცა და ფინანსური დახმარება პირადად გაუწია.
მიმდინარე წლის 20 მარტს სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებულ ახალგაზრდულ ცენტრში წიგნის ფონდი დაიწვა, სადაც ამავე ცენტრის პროექტის „მოსიარულე წიგნები“ კუთვნილი ლიტერატურა ინახებოდა. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, წიგნები სხვადასხვა მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებისთვის, სკოლებისთვის, ბავშვთა სახლებისთვის, საზღვარგარეთ არსებული ქართული ბიბლიოთეკებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის ნაწილდება.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025