16 ივლისი 2020
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ კოლეჯ ,,სპექტრის’’ მიერ მოწყობილ ღონისძიებაში, რომელიც ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, დასაქმების პირობების, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში მომზადება - გადამზადების სასწავლო პროგრამების მიზნობრივი შექმნის საჭიროებას ეხებოდა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური მდგრადობის მიღწევისათვის, ასევე დასაქმების მაჩვენებლის გაზრდისთვის.
,,მსოფლიო პანდემიამ შრომის ბაზარი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც დაგვანახა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პრობლემასთან გამკლავების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება განგრძობადი და უწყვეტი განათლებაა. ამ კუთხით, პროფესიული განათლება მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების რეალურ დროში, მუდმივად ცვალებადი ეკონომიკის პირობებში, შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამებზე, მათ შორის, ,,ისწავლე დადასაქმდი’’, რომლის ფარგლებშის თბილისის მუნიციპალიტეტი პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობს.
ღონისძიების ფარგლებში ახალი სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა და ნამუშევართა გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას, რომელიც კოლეჯის დირექტორმა მათე კატიძემ გახსნა, ბიზნეს სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
2018 წლიდან ამოქმედდა თბილისის მერიის მასშტაბური პროგრამა ,,ისწავლე და დასაქმდი’’, რომლის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და დასაქმების ხელშეწყობა. 2018-1019 წლებში პროგრამას ჰყავს 2 000-მდე კურსდამთავრებული და დასაქმების მაჩვენებელი 70%-ია პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს ოთხ პროფესიულ კოლეჯთან, მათ შორის ,,სპექტრთან.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025