15 ივნისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი პოეტებსა და პროზაიკოსებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი საკრებულოს ინიციატივით გამოცხადებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - „თბილისი“ პოპულარიზაცია და მასში მწერლების ჩართულობის მაქსიმალური უზრუნველყოფაა.
თამარ ტალიაშვილმა კონკურსის პირობებზე, მნიშვნელობასა და ნომინაციების მრავალფეროვნებაზე დეტალურად ისაუბრა და მწერლებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
დღესვე დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას ჟურნალის „ცისკარი“ სპეციალური გამოშვების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მასში ჟიურის მიერ 2015 წელს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის გამორჩეული ნაწარმოებებია დაბეჭდილი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მწერლების მიერ დასმულ შეკითხვებს თამარ ტალიაშვილმა ამომწურავად უპასუხა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025