08 მარტი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში გამართულ კონცერტს დაესწრო და ქალებს 8 მარტი მიულოცა.
კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ კონცერტში მონაწილეობა ქართული ესტრადის მომღერლებმა მიიღეს და სპეციალურად ქალთა დღესთან დაკავშირებით დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს.
თბილისის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მეხუთე ქალთა დაწესებულებაში კულტურული ღონისძიებები სისტემატიურად იმართება.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025