26 აპრილი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი საკრებულოში თბილისის მუნიციპალური მუზეუმების დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის ყველა მუნიციპალური მემორიალური მუზეუმების წარმომადგენელი ესწრებოდა, მუზეუმების გაერთიანების შექმნის საკითხი განიხილეს და დაგეგმილი რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე იმსჯელეს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 8 აპრილს თბილისის მერიამ მუზეუმების გაერთიანების შექმნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საბიუჯეტო ხარჯების ზრდის გარეშე საგანმანათლებლო-კულტურული კომპონენტის გაძლიერება, სტრუქტურის ეფექტიანი მენეჯმენტის შექმნით ვიზიტორთა ნაკადების გაზრდა და ამასთან, ახალგაზრდებს შორის მუნიციპალური მუზეუმების პოპულარიზაციაა.
შეხვედრაზე მუზეუმებში მიმდინარე პროექტებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ვრცლად ისაუბრეს და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025