08 დეკემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, წარმომადგენლობით ორგანოში შეხვედრა გაიმართა, სადაც დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე, აგრეთვე პროცესის გამჭვირვალობასა და ინტერესთა ჯგუფების ჩართულობის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე კულტურის სტრატეგიული დოკუმენტის მიზნები, ამოცანები და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორები განიხილეს.
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს ექსპერტმა რაგნარ სილმა დამსწრეებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა და დოკუმენტის შექმნის პროცესებში ჩართულობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დოკუმენტის შექმნისთვის აუცილებელი პროცედურების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრაზე ასევე საკუთარი პოზიცია თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის და თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს და დოკუმენტის შექმნის სამუშაო პროცესებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
თამარ ტალიაშვილმა დედაქალაქის კულტურის სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულტურა და შემოქმედება ქვეყნის ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც საზოგადოების კეთილდღეობასა და განვითარებაში მიუძღვის წვლილი.
როგორც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს ექსპერტმა შეხვედრაზე განაცხადა, ყველა განვითარებულ ქალაქს კულტურის სტრატეგიის გრძელვადიანი დოკუმენტი აქვს შემუშავებული და შესაბამისად, თბილისს, როგორც გამორჩეულ დედაქალაქს ასეთი დოკუმენტი უნდა გააჩნდეს.
რაგნარ სილმა სამოქმედო გეგმის განსაზღვრაზეც ისაუბრა და კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნის პროცესში ინტერესთა ჯგუფების ჩართულობას გაუსვა ხაზი.
დედაქალაქის საკრებულოში გამართულ შეხვედრას დასავლელი პარტნიორები, კულტურის სფეროს ექსპერტები, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონსულტაციები კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების შესახებ სხვადასხვა ჯგუფებთან კვლავ გაიმართება.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025