03 მარტი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მრავალშვილიან დედას 3 მარტი მიულოცა. საკრებულოს დეპუტატი თბილისში მცხოვრებ გელაშვილების ხუთშვილიან ოჯახს პირადად ეწვია და ყვავილების თაიგული და საჩუქრები გადასცა.
გელაშვილების ოჯახმა 13 ივნისს სტიქიის შედეგად წყნეთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა დაკარგა. თბილისის მერიისგან მიღებული კომპენსაციისა და საკრებულოს დახმარებით კი გელაშვილებს უკვე საკუთარი საცხოვრებელი ბინა აქვთ.
ოჯახის დიასახლისმა მარინა გელაშვილმა საკრებულოს დეპუტატს დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
,,3 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან დედობა განსაკუთრებული როლია. მიმაჩნია, რომ მათი დაცვა და მხარდაჭერა ქვეყნისა და საზოგადოების მთავარი პრიორიტეტია“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და გელაშვილების ოჯახს დედაქალაქის საკრებულოს მხრიდან მომავალშიც მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025