24 მარტი 2016 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მონიტორინგის მიზნით ბაგა-ბაღებს ეწვია.
დეპუტატი აღმზრდელებს ადგილზე გაესაუბრა და ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, სახეზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიმდინარე სააღმზრდელო პროცესის პოლიტიზირების მცდელობაა.
„"ნაციონალური მოძრაობის" მანკიერი პრაქტიკა ბაგა-ბაღები პარტიულ შტაბებად ექციათ და ბაღებში პოლიტიკა ეკეთებინათ წარსულს ჩაბარდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბაღებში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, დაინერგა სასკოლო მზაობის პროგრამა, აშენდა ახალი ბაღები , ასევე ბაგა-ბაღებში განხორციელდა მრავალი პროექტი, გაუმჯობესდა კვება და აღმზრდელებისათვის სოციალური პირობები და რაც ყველაზე მთავარია, საჯარო ბაგა-ბაღები გახდა უფასო“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საკრებულოს დეპუტატი მუნიციპალური ბაღების მონიტორინგს კვლავ გააგრძელებს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025