12 მარტი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის „მერანი“ გამარჯვებული დააჯილდოვა.
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ლიტერატურული კონკურსი „მერანი“ 2009 წლიდან თბილისის საკრებულოს, მერიისა და თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.
კონკურსის მიზანი, ახალგაზრდა მწერლებისა და მთარგმნელების ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა და ნაშრომების და ავტორების პოპულარიზაციაა.
გამარჯვებულები 4 მთავარ და 4 წამახალისებელ ნომინაციაში კომპეტენტურმა ჟიურიმ, პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის თავმჯდომარეობით გამოავლინა.
ნომინაციებში საუკეთესო პროზა, პოეზია, პოეტური და პროზაული თარგმანი გამარჯვებულებს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემიები გადაეცათ.
თამარ ტალიაშვილმა ნომინაციაში „საუკეთესო პოეზია“ გამარჯვებული თემურ ელიავა დააჯილდოვა, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო პროზა“- მთავარი პრიზი ახალგაზრდა მწერალმა ირაკლი შამათავამ აიღო.
ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური თარგმანი“ გამარვებულად ნიკოლოზ შამუგია დასახელდა, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული თარგმანი“ პრემია თათია მთვარელიძემ აიღო.
დღესვე, დაჯილდოების ცერემონიაზე კრებულის „მერანი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც კონკურსში მონაწილე ახალგაზრდა შემოქმედთა ნაწარმოებებია დაბეჭდილი.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025