30 დეკემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს „ჩემი სახლი“ ეწვია, აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და სოციალური საწარმო "დავითიანნის" მიერ დამზადებული სათამაშოები გადასცა.
„ჩემი სახლი“-ს აღსაზრდელებმა საახალწლო ზეიმი გამართეს, რომელსაც თავად ფონდის თავმჯდომარე ნინელი ჭანკვეტაძე, თამარ ტალიაშვილი, საქართველოს საპატრიაქროს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პრეზიდენტი კოტე სვანაძე და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
საახალწლო ზეიმის დასასრულს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ თამარ ტალიაშვილს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, თამარის პირადი შემოწირულობით ორი კეთილი საქმე გაკეთდა, - ბავშვებმა საჩუქრებით გაიხარეს, ხოლო მეორეს მხრივ ეს აქცია სოციალურ საწარმოში დასაქმებული შშმ პირების მხარდაჭერას წარმოადგენს.
„წინასაახალწლოდ, ყველა დღესასწაულის მოლოდინშია და ბავშვები კი ჩვენგან განსაკუთრებულ მზრუნველობასა და სითბოს საჭიროებენ. ჩვენი ვალია გავამართლოთ ეს მოლოდინი“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საქველმოქმედო ფონდი „ჩემი სახლი“ მცირე საოჯახო ტიპის სახლია და ასევე აერთიანებს „დღის ცენტრს“, რომელიც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უწევს დახმარებას.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025