22 სექტემბერი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საკრებულოში მოქალაქეებს შეხვდა და კომისიაში შემოსული განცხადებები განიხილა.
დეპუტატმა მოქალაქეებთან შეხვედრზა თითოეულისთვის აქტუალური და პრობლემური საკითხები განიხილა, ასევე კომისიაში შემოსული განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკისაა, თუმცა უმეტესობა კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სოციალური საკითხების მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას გულისხმობს.
თამარ ტალიაშვილმა მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენას გონივრულ ვადებში დაჰპირდა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025