11 მაისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა საკრებულოში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
დეპუტატმა მოქალაქეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე განიხილა თითოეულისთვის აქტუალური და პრობლემური საკითხები. თამარ ტალიაშვილმა მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენას დაჰპირდა.
საკრებულოს წევრის განცხადებით, შეხვედრის ძირითად თემას, როგორც სოციალური, ასევე მოქალაქეთა მიერ მომავალში დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ინიციატივები წარმოადგენდა.
თამარ ტალიაშვილი, როგორც საკრებულოს დეპუტატი, პერმანენტულად ხვდება ნებისმიერ შეხვედრის მსურველ მოქალაქეს და აღნიშნული ფორმატის შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025