08 ოქტომბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა, თბილისში თურქეთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ზაქარია გულთექინსა და საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქ ხელოვანებს უმასპინძლა. შეხვედრას თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - ზაზა ცინაძე ესწრებოდა.
თურქი სტუმრების ვიზიტის მიზანი ურთიერთთანამშრომლობის საკითხების მიმოხილვა და მომავალი პროექტების დაგეგმვა იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან, ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე, ტრადიციული რეწვის დარგში მოღვაწე მეწარმეებისათვის შეთავაზებული იქნება უფასო სასწავლო კურსი ებრუს (წყალზე ხატვის), მინიატურის, ჭედური ხელოვნებისა და კალიგრაფიის დარგებში. დაინტერესებული ქართველი ხელოვანები გაივლიან რვა თვიან უფასო სწავლებას საქართველოში, ხოლო მათგან საუკეთესონი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან თურქეთში ერთ თვიან ტრეინინგზე.
„უფასო სწავლებები ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევთავაზოთ პროფესიული განათლების შესაძლებლობა ტრადიციული რეწვით დაინტერესებულ ხელოვანებს და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები თბილისში. გარდა ამისა, მგავსი სწავლებები მნიშვნელოვანია ტრადიციული რეწვის ახალი დარგების განვითარებისთვის“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025