03 ნოემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქეებსა და "ქალაქზე მზრუნველი"-ს ტიტულის მქონე თანამოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში რეზო თაბუკაშვილის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ორგანიზებით, პროექტის - „ მე თბილისელი ვარ“ ფარგლებში გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა მოწვეული სტუმრების ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლებისა და სოლისტების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025