24 ივნისი 2018
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გამართული საჯარო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ღონისძიება სახელწოდებით „ქალთა უფლებები დაპოლიტიკური გაძლიერება - მიზეზები, შედეგებიდა გამოსავალი’’ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოფო კილაძის ინიციატივით შედგა.
საჯარო შეხვედრაზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, გამოწვევებისადა მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, თანასწორობა და ქალთა უფლებები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
„ ქალთა თემები სჭირდება მთელს საზოგადოებას. გენდერული თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ ქალსა და მამაკაცს აქვს თანაბარი უფლებები, პირობები და ცხოვრებისეული შანსი საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსის რეალიზაციისათვის.
მსოფლიოში ბევრი გამოწვევაა. ქალი და მამაკაცი თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ასევე, სოციალურ, კულტურულ განვითარებაში და ქმნიდნენ დოვლათს,“ -განაცხადა ტალიაშვილმა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის პროგრამის უფროსი ოფიცერი თეონა ყუფუნია. მოხსენებების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025