29 ნოემბერი 2019
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, საბავშვო ბაგა-ბაღების გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან და ა(ა)იპ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
N4 და N55 ბაგა-ბაღები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებენ. ამ ბაღებში მიმდინარე სამუშაოები 2020 წელს დასრულდება, ხოლო N144-ე ბაგა-ბაღის გამაგრება დასრულებულია და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ჩვენთვის სკოლამდელი აღზრდის სისტემის განვითარება პრიორიტეტულია. გვეამაყება, რომ სწორი და ეფექტიანი ნაბიჯების შედეგად, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ ინიცირებულმა მულტიდისციპლინური სკოლამდელი განათლების რეფორმამ საერთაშორისო პარტნიორებისგან აღიარება მოიპოვა. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რითაც უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს უქმნის ჩვენს აღსაზრდელებს,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
2019 წლის განმავლობაში-რეკონსტრუქცია გამაგრების სამუშაოები უტარდება 14 საბავშვო ბაგა-ბაღს, ხოლო 2020 წელს იგეგმება 11 ავარიული ბაღის დემონტაჟი და მშენებლობა, 5 ბაღის რეკონსტრუქცია-გამაგრება და 9 ახალი ბაღის მშენებლობა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025