18 მარტი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის მენეჯერს, ტერი სანდელს შეხვდა.
მხარეებმა დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის აუცილებელ პრიორიტეტებზე იმსჯელეს და აღნიშნული მიმართულებით ხედვები გაცვალეს.
მათ შორის, შეხვედრაზე ის სამომავლო მიზნები და საკითხები იქნა განხილული, რომლებიც კულტურული მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიასთან პირველი დღიდან ჩამოყალიბდა სათათბირო, რომელიც ქალაქში კულტურული ცხოვრების განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი ევროკავშირთან კულტურის სფეროში თანამშრომლობისა და საქმიანი ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურება და გაღრმავებაა და ტერი სანდელთან შეხვედრა, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. ჩვენ ველით თანადგომას, როგორც ქალაქის კულტურის სტრატეგიის ჩამოყალიბების ისე სხვა კონკრეტული სფეროების მიმართულებით, მაგალითად კულტურული მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნითაც“-აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
შეხვედრას ასევე თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბერეკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც მეწარმეობის განვითარებაში კულტურის როლზე ისაუბრა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025