16 აპრილი 2015 საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი განაგრძობს შეხვედრებს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის კულტურის ატაშეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
თამარ ტალიაშვილი საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ატაშეს, სამირა აღაევას შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთმანეთს მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
თბილისის რეგიონის კულტურულ ცენტრად გადაქცევის მიზნით წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისია მუშაობას აქტიურად განაგრძობს და არაერთი შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის მენეჯერ, ტერი სანდელს, იაპონიის ელჩს ნორიჰიკო ნაკაჯიმასა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან. კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით 2014 წლის ოქტომბერში მოხდა გაფართოებული შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსების კულტურის ატაშეებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
შეხვედრების მიზანია, როგორც ორმხრივი კავშირების გაძლიერება, ასევე გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი თანამშრომლობის დაგეგმვა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025