19 ოქტომბერი 2018
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობით, საავტორო უფლებების შესახებ ზღაპრების კრებული სკოლამდელ დაწესებულებებში გავრცელდება.
წიგნის პრეზენტაცია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, კრებულის მიზანი ბავშვებისათვის საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთვის გასაგებ ენაზე მისი მნიშვნელობის ახსნაა.
წიგნი, რომლის ავტორი მწერალი ნატო დავითაშვილია, ილუსტრატორმა მაშო მარგიშვილმა გააფორმა. ზღაპრის მთავარი პერსონაჟი ჭიამაია მემე,ა რომელიც ბავშვებს საავტორო უფლებების დაცვას ასწავლის.
გამოცემა სრულად არის ადაპტირებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან რის შედეგადაც, ბავშვებს წიგნის არა მარტო წაკითხვა, არამედ მისი ყურება და სპეციალური აპლიკაციის OVERLY-ს ჩამოტვირთვის მეშვეობით მოსმენაც შეეძლებათ.
წიგნი საქართველოს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის ხელშეწყობით სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უსასყიდლოდ გავრცელდება.
პრეზენტაციას საქართველოს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025