10 ოქტომბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ფარგლებში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, ებრუს (წყალზე ხატვა), მინიატურის, კალიგრაფიის და მივარაყება-მორთვაში ვორქ - შოპი ჩატარდა.
ვორქ-შოპს ქართველ რეწვის ოსტატებთან ერთად საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი , საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი და თურქეთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ზაქარია გულთექინი ესწრებოდნენ.
აღნიშნული მასტერკლასი ხელოვნების დარგების გაცნობისა და პრეზენტაციის მიზნით, თამარ ტალიაშვილისა და თურქეთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ზაქარია გულთექინის ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაიმართა.
თურქული მხარე ქართველ ხელოვანებს ტრადიციულ რეწვაში რვა თვიან უფასო კურსებს სთავაზობს, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც მათ გადაეცემათ ხელობის დამადასტურებელი სელთიფიკატები და ისინი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თურქეთში ერთ თვიან ტრეინინგზე გაემგზავრებიან.
„კულტურული მეწარმეობის ფესტივალი ტრადიციული და ახალი დარგების განვითარებაზეა ორიენტირებული. იგი ჩვეს დედაქალაქში კერძო სექტორის განვითარებას, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს“,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კულტურული მეწარმეობის ფესტივალის დასკვნითი გამოფენა „თბილისობა 2015“ -ის ფარგლებში გაიმართება.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025