14 დეკემბერი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატვითა და მხარდაჭერით, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მხატვარ ლია ბარნაბიშვილის საიუბილეო პერსონალური გამოფენა გაიმართა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ლია ბარნაბიშვილის შემოქმედება განსხვავდება ტრადიციული მხატვრობისგან, ვინაიდან ის ფერწერული კომპოზიციების შექმნისთვის იყენებს ბუბულს და სწორედ მათგან ქმნის სასურველ ფერებსა და სიუჟეტებს.
„ლია ბარნაბიშვილის შემოქმედება თვითმყოფადია. ამიტომაც, მისი უნიკალური მეთოდის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის მიზნით, 2016 წლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მხატვარ ლია ბარნაბიშვილის სასწავლო კურსი გაიხსნება, სადაც ის ახალგაზრდებს თავის ხელოვნებას შეასწავლის.
ამით ჩვენს მომავალ თაობას ახალი მიმდინარეობის შესწავლისა და დაუფლების საშუალებას მივცემთ.
მეორე მხრივ, ჩვენი მიზანი განსხვავებული მიმდინარეობის სკოლის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, რითაც რეგიონში დაინტერესებული პირების მიზიდვა გახდება შესაძლებელი“,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გამოფენას მწერლები, პოეტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლია ბარნაბიშვილის ნამუშევრების გამოფენა 2 დღის განმავლობაში, 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025