27 ნოემბერი 2018
თბილისში, ქალის როლის გაძლიერებაზე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა პროფესიის ქალები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალთა სოლიდარობა, საზოგადოებაში ძლიერი ქალის როლის წარმოჩენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯისათვის და ქვეყნის მომავლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრა ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვის უბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა გახსნა.
,,ქალთა სოლიდარობა არის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი, რაც განაპირობებს საქართველოს პროგრესს. ძლიერი ქალის გარეშე ძლიერი საქართველო წარმოუდგენელია,’’- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პოლიტიკაში და მმართველობით პოზიციებზე ქალთა როლის გაძლიერებას და აღინიშნა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ქალის როლი სულ უფრო ძლიერი და აქტუალურია. ამ თვალსაზრისით, საქართველომ უახლოეს მომავალში ხმამაღალი სიტყვა უნდა თქვას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პარლამენტის ადამიანების უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ-სოფო კილაძემ; პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში-სოფო ჯაფარიძემ; თბილისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს გენდერული საბჭოს ხელმძვანელმა -მარიკა დარჩიამ; მწერალმა-ნინია სადღობელაშვილმა; რეჟისორმა - ნინო ლაპიაშვილმა; ,,იმედის გმირმა, პროფესორმა- მაკა ბულეიშვილმა; მსოფლიო ჩემპიონმა სამბოში-ნინო ოძელაშვილმა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედეა ცენტრის ხელმძვანელმა-ნინო ჭალაგანიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრები.
კავკასიის საერთაშორისო უნუვერსიტეტში გამართულ შეხვედრას 150-მდე ქალი ესწრებოდა.