22 მარტი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, დედაქალაქის მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში მსოფლიო პოეზიის დღე აღინიშნა.
ღონისძიება მირზა გელოვანის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზაქარია კოლელიშვილი და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მირზა გელოვანის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში დაცულ მსოფლიო ხალხთა ენებზე გამოცემულ პოეტურ ნაკრებთა გამოფენა მოეწყო, ხოლო ქართველმა პოეტებმა და მსახიობებმა საკუთარი და მსოფლიო პოეზიის ნაწარმოებები წაიკითხეს.
საღამო მუსიკალურად კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის მე-7 მუნიციპალური ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა გააფორმეს.
მირზა გელოვანის სახელობის მუნიციპალური ბიბლიოთეკა 81 ათაზე მეტ წიგნად ფონდს აერთიანებს, სადაც გამოცემები მსოფლიოს ყველა ენაზეა წარმოდგენილი.
21 მარტი მსოფლიო პოეზიის დღედ UNESCO-მ 1999 წელს გამართულ 30-ე გენერალურ კონფერენციაზე დააწესა და ის პირველად პარიზში აღინიშნა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025