20 ნოემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი წარჩინებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“წარჩინებულ მაგისტრანტებს მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ. ქალაქ თბილისის საკრებულომ დღეს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი დაამტკიცა, რომელიც მათ შორის ეხება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ წახალისებას, კერძოდ, სოციალური სტატუსის მიუხედავად, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრანტების წახალისება სტიპენდიის სახით მოხდება.
წელს პირველად სტიპენდიაზე განაცხადის უფლებას მოიპოვებენ მაგისტრანტები, რომლებმაც 2015 წლის გახაფხული-ზაფხულის სემესტრში ყველა საგანმანათლებლო საგანში 91-100 ქულის მიღება შეძლეს.
აღნიშნული წესის მიღება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი და წინგადადგმული ნაბიჯია. წარჩინებული სტუდენტების წახალისება შრომის ბაზარზე სტუდენტების კონკურენტუნარიანობას საბოლოოდ აამაღლებს და მაღალპროფესიონალი კადრების აღზრდას შეუწყობს ხელს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025