22 იანვარი 2026
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს აშოტ სმბატიანს და საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ.
საქმიან შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სომხეთის ელჩს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოსა და დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა ზურაბ აბაშიძეს და ბექა ოდიშარიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ორ მეგობარ და მეზობელ ხალხს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე საქართველოს დედაქალაქში და სომხეთში როგორც სომეხი, ასევე ქართველი მოღვაწეების ქუჩების სახელდების საკითხები განიხილეს. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ქართველი და სომეხი მხატვრების გამოფენების მოწყობის ინიციატივით გამოვიდა როგორც თბილისში, ასევე ერევანში.
საქმიან შეხვედრაზე ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრის დასასრულს კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ სომეხ სტუმრებს საჩუქრები გადასცეს.