07 თებერვალი 2020
დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს წევრები თამარ ტალიაშვილი და თარაშ შურღაია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნენ.
ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ინტერიერის მოწესრიგება და გარე სივრცის კეთილმოწყობა. რამდენიმე კვირაში შენობის კაპიტალური დასუფთავება დაიწყება.
საბავშვო ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, რომელიც 300-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაღში უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები დაცული იქნება და შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. პროექტს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღწევს.