01 მარტი 2021
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი საბავშო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებას გლდანის მე-6 მიკრორაიონში ახალ, 101-ე საბავშვო ბაღში შეხვდა.
ახალი ბაღი, კომისიის თავმჯდომარემ “თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს” დირექტორთან კახაბერ გვანცელაძესთან და გლდანის გამგებელთან ლევან ნაროუშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.
თინათინ ნიბლოშვილმა აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე ისაუბრა.
ახლადგახსნილი საბავშვო ბაგა-ბაღი 300-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ბავშვთა უსაფრთხოებისათვის დადგენილ საჭირო ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს აკმაყოფილებს, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დაცულია სახანძრო უსაფრთხოება და უზრუნველყოფილია ვიდეოკონტროლი.
ბაღს აქვს გამწვანებული ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით. აღსაზრდელები N101 საბავშვო ბაღში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid 19-ის გავრცელების პრევენციისთვის განსაზღვრული რეგულაციების სრული დაცვით მიიღეს. მათ შორის, 1 მარტს სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალი კორონა ვირუსზე გაიტესტა. ასევე, თითოეულ აღსაზრდელს აქვს ინდივიდუალური ინვენტარი.
რეგულაციების დაცვისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შენობაში მშობლების შესვლა აკრძალულია, თითოეული ჯგუფი ინდივიდუალური შესასვლელით ისარგებლებს, გაკეთებულია დისტანციის მანიშნებლები და ხორციელდება თერმოსკრინინგი.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025