25 ნოემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ეკატერინე მაიერერინგ-მიქაძეს, კატარის კულტურული ფონდის, კულტურის პროგრამებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორს მარიამ ალ საადს და მხატვარ ალლი დასმალ ალ კუვარს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი კატარისა და საქართველოს კულტურას, ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე დღეს გალერეაში „ვანდა“ მხატვარ ალლი დასმალ ალ კუვარის ნახატების გამოფენის გახსნას შეეხო.
მხარეებმა გაზაფხულზე ქალაქ დოჰაში საქართველოს კულტურის დღეების ერთობლივად ჩატარების სურვილი გამოთქვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და სტუმრებს სხვადასხვა კულტურული პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაპირდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასპინძლებმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025