30 იანვარი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საკრებულოში აღმოსავლეთ ევროპის ბრიტანეთის საბჭოების დირექტორს პაბლო როსელის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის სტრატეგიაზე იმსჯელეს, რომლის მიმართულებით სამუშაო ჯგუფი თამარ ტალიაშვილის ინიციატივით უკვე შეიქმნა.
მხარეებმა ასევე, ბრიტანეთის საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებისა და კულტურის სექტორის განვითარების კუთხით ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას საქართველოში ბრიტანული საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025