01 თებერვალი 2018
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრები, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოქროყანაში N162-ე საჯარო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.
ეს დღე, საჯარო ბაგა-ბაღებში, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით უკვე მესამე წელია აღინიშნება.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა ცნობილ ქართველ მსახიობებთან ერთად, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს საბავშვო მოთხრობები წაუკითხეს და მათ განათლებისა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
თამარ ტალიაშვილის თქმით, მსგავსი მეთოდებით ბავშვებისთვის წიგნის კითხვა გაცილებით სახალისო და საინტერესო ხდება. როგორც ტალიაშვილმა აღნიშნა, წიგნის კითხვა, ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია და წიგნის სიყვარული ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე უნდა ისწავლონ.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025