20 მარტი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კერძოდ, კომიის წევრებმა იმსჯელეს გაზეთ “100 მწერალის” გამოცემის ხელშეწყობაზე, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის მემორიალის პროექტის განხორციელებაზე, რომელიც თბილისში, მისივე სახელობის ქუჩაზე განთავსდება.
განიხილეს ასევე, თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა “აფხაზეთი #1”-ის ფუნქიონირების ხელშეწყობის საკითხი.
გარდა ამისა, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ წარმოდგენილ პროექტებზეც იმსჯელეს.
ეს პროექტები, თეატრალური სპექტაკლების, საქველმოქმედო კონცერტებისა და ფესტივალების ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტებს კომისიის წევრებმა უახლოეს ბიუროს სხდომაზე გასასვლელად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025