04 სექტემბერი 2020 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად აგრძელებს.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ტრადიციულად, ინდივიდუალურ ფორმატში წარიმართა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მოქალაქეებისთვის აქტუალურ თემებს პირადად გაეცნო და კონსულტაციის ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარა.
,,განათლებისა და კულტურის კომისია ყოველთვის დიდ დროს უთმობს საზოგადოებასთან ურთიერთობას, კოვიდ-19 პირობებშიც, ყველა რეკომენდაციის დაცვით, აქტიურად განვაგრძობთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათგან ვიღებთ ინიციატივებსა და იდეებს, საჭიროებებსა და პრობლემებს, რომელთა ანალიზი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ პრიორიტეტები და დავგეგმოთ საინტერესო და ეფექტური პროექტები,’’ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.