07 აპრილი 2021 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა ,,თბილისის საერთაშორისო სკოლის’’ მოსწავლეებს საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლა.
„თბილისის საერთაშორისო სკოლის“ მოსწავლეებმა საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ისტორიული დარბაზი, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზი, ანბანის სკვერი დაათვალიერეს და საკრებულოს შენობის ისტორიას გაეცნენ.
თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის ფუნქცია-მოვალეობების შესახებაც უამბო.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალური სიმბოლოები გააფერადეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, დასასრულს კი განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025